არქივი21 სექტემბერი, 2024, 12:39
კამალა ჰარისი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან კიდევ ერთი დებატის გამართვა სურს

კამალა ჰარისის განცხადებით, დონალდ ტრამპთან კიდევ ერთი დებატის გამართვა სურს.
„კიდევ ერთი დებატების მოწყობას ვცდილობ. ვნახოთ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით ქალაქ ატლანტაში გამოვიდა და აბორტის უფლების შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.