დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისზე - ეს ის ხალხია, ვისაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს, ისინი შიდა მტრები არიან

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მასზე განხორციელებულ თავდასხმებში დამნაშავეები პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი არიან, რომლებიც გამუდმებით აკრიტიკებენ მას.
„მათი რიტორიკა იწვევს იმას, რომ მსვრიან, როდესაც მე ვარ ის, ვინც აპირებს ქვეყნის გადარჩენას და ისინი არიან, ვინც ანადგურებენ ქვეყანას - როგორც შიგნიდან, ასევე გარედან“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ქვეყნისთვის რეალური საფრთხეები არიან.
„ეს ის ხალხია, ვისაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს, ისინი შიდა მტრები არიან და რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ“, - დასძინა ტრამპმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.