"კალიარის" და "ნაპოლის" მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
მიუხედავად იტალიური მედიის მტკიცებისა, რომ ცნობილი ინციდენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი კალცონა კვარაცხელიას სათადარიგოთა შორის დატოვებდა, სასტარტოში დააყენა, დისკვალიფიცირებული კაპიტანი დი ლორენცო მაცოკით შეცვალა და ძირითადში ზილენსკი და რასპადორი დააბრუნა. პირველი ტაიმი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თავიდან ორივე გუნდის უხიფათო შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც რასპადორის შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია, რის შემდეგაც მასპინძლები რაჰმანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და თამაშგარე დააფიქსირა. ცოტა
ხანში "კალიარიმ" კარგი შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.