უხერხულობა პირდაპირ ეთერში - როგორ ცდილობდა "ნაპოლის" ფეხბურთელი, "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ დოპინგ-ტესტის ჩაასაბარებლად რომ მოეშარდა [VIDEO]
"ნაპოლის" მცველი ჟუან ჟეზუსი "ბარსელონასთან" მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ უხერხულ ინციდენტში გაეხვია.
მოგეხსენებათ, ფეხბურთელებმა დოპინგ-ტესტი უნდა გაიარონ, ბრაზილიელმა მცველმა კი 90 წუთი ითამაშა.
დოპინგ-ტესტის გასავლელად კი მოთამაშეების შარდია საჭირო და როგორც ჩანს, ჟეზუსს ამის პრობლემა შეექმნა.
ის მოულოდნელად ფეხშიშველი "მარადონას" სტადიონზე გამოჩნდა, სადაც პირდაპირი ჩართვა El Chiringuito-ს ჟურნალისტს ჰქონდა, რომელმაც ფეხბურთელს ჰკითხა, რას აკეთებდა ამ დროს მოედანზე.
მან აუხსნა, რომ თუ ფეხშიშველი ცივ მინდორზე გაივლიდა, მოშარდვა მოუნდებოდა და შესაბამისად, დოპინგ-ტესტსაც ჩააბარებდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.