კალაძის თქმით, აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე ბასლეინის მოწყობა იგეგმება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირზე ავტობუსის ზოლების (ბასლეინი) მოწყობა განიხილება. მისივე ცნობით, დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ თბილისის სატრანსპორტო გეგმის ფარგლებში შემოთავაზებული პროექტებისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა.
„რამბოლმა“, თბილისის მერიის დაკვეთითა და აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, სამი წლის განმავლობაში იმუშავა თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე.
„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით. ეს შეიძლება იყოს ტრამვაი ან მეტრო. ზოგადად, ისე გადატვირთულია აღმაშენებლის ხეივანი, რომ დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსე ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, — განცხადა მ.
კახა კალაძემ დაავალა ვიცე-მერ ს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.
„გარკვეული დრო დაჭირდება, თუმცა დროა, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით. თუ საჭირო იქნება დამატებით ექსპერტების აყვანა, მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები“, — დასძინა თბილისის მერმა.
აღმაშენებლის ხეივანში, 14-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის დახაზვის სამუშაოები მერიამ 2021 წელს განახორციელა. შედეგად 6500 კვ. მ-ზე დაიხაზა გზა და დატანილი იქნა საგზაო მონიშვნები. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 320 000 ლარი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ