“იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია ავტობუსის ზოლების მოწყობა – ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე” – კალაძე

დედაქალაქში, მარშალ გელოვანის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანზე, ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობა იგეგმება. როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დიდი დიღმიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გამარტივება აუცილებელია.
“ზოგადად, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი. ეს ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსო ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” სამარცხვინო და ანგარებიან ლობისტს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანს მისივე ფლანგის ულტრამემარცხენეები დაუპირისპირდნენ, რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას თავდასხმის გამო