პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე: 2024 წლის თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება

2024 წლის თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა გვინდა. დღეს ამ საკითხს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ, შემდეგ კი საკრებულოს გავუგზავნით. ბიუჯეტში გარდამავალი ნაშთები აისახება, რომელიც ძირითადად გადაჭარბებული შემოსავლებისგან შედგება. ასევე, ერთ-ერთი კომპონენტია გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხები. 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დავამტკიცეთ, 1 763 000 000 ლარია - აღნიშნული ცვლილებებით კი ის 2 მილიარდი გახდება. ეს დამატებითი თანხა სხვადასხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტების განსახორციელებლადაა გათვალისწინებული.
თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.