ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება და 2 მლრდ ლარი იქნება“ - კახა კალაძე

თბილისის მერიის 2024 წლის ბიუჯეტი იზრდება. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება.
„თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც იქნა დამტკიცებული 1 მილიარდ 763 მილიონია და ცვლილებებით, რომელსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის ბიუჯეტი გახდება 2 მილიარდი ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ბიუჯეტში დამატებული თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იქნება გათვალისწინებული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.