ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე: მადლობა ბიძინა ივანიშვილს, წვლილისთვის ქვეყნის განვითარებაში ბევრი მიმართულებით

მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვისთვის, დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების შესახებ.
მადლიერების გამოხატვა და დაფასება მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მიანიჭეს.
მადლობა ჩვენს ქომაგებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, რაც მთელი თამაშის განმავლობაში გრძელდებოდა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან სწორი მენეჯმენტით დადგა შედეგი, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელი ელოდებოდა.
ჩემი მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ქართუს, ზოგადად, იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს განვითარებაში აქვს შეტანილი ძალიან ბევრი მიმართულებით.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.