ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია“ – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველზე გამართული აქციისას განაცხადა:
„…გუნდს, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ამ გუნდის დამფუძნებელს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა, რომ მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და შემოტევებისა, ჩვენ მოვახერხეთ და დავიცავით მშვიდობა, შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში.
დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს. საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. მიერ მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, ინტელიგენციის გვერდში დგომა და გადარჩენა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვასა და შენარჩუნებას”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.