ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე: ეს ქალაქი ყველასია, ყველა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით უნდა დავუდგეთ დედაქალაქს, ერთმანეთს

კალაძე: ეს ქალაქი ყველასია, ყველა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით უნდა დავუდგეთ დედაქალაქს, ერთმანეთს
"ეს ქალაქი ყველასია, ყველა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით უნდა დავუდგეთ დედაქალაქს, ერთმანეთს. ერთად უნდა შევქმნათ უკეთესი თბილისი, სადაც რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა არსებობდეს. 24 საათი ხაზზე ვართ, თქვენს სამსახურში, ღია ვართ კომუნიკაციისთვის. არცერთ პრობლემას არ დავტოვებთ უყურადღებოდ" - აცხადებს კახა კალაძე თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მოსული ძლიერი წვიმით გამოწვეული ზარალის აღწერა მიმდინარეობს:
💬 "ყველა მოქალაქეს დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით, გქონდეთ ჩვენი იმედი. არავის დაგტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას დაგეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში. როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი მოდის, დიდ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ ჩვენთან, ჩვენზე უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებში, ქალაქებში. როდესაც სიძლიერეზე ვსაუბრობ, ეკონომიკურად ძლიერ ქალაქებზე, რა თქმა უნდა, იქ ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა კომუნიკაცია უფრო გამართულია, ვიდრე ჩვენთან, იქაც კი პრობლემებია ასეთ დროს“ - თქვა კალაძემ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.