ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე: გული მტკივა, რომ უკრაინელ ხალხს ამ მდგომარეობაში ვხედავ. ყველაზე მძიმეა ის, თუ როგორ მთავრდება ეს ყველაფერი

კალაძე: გული მტკივა, რომ უკრაინელ ხალხს ამ მდგომარეობაში ვხედავ. ყველაზე მძიმეა ის, თუ როგორ მთავრდება ეს ყველაფერი

"ვფიქრობ ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა და რა ავიცილეთ თავიდან ყველამ ერთად. რა თქმა უნდა, ეს მოხდა ხელისუფლების პრინციპული პოზიციით, იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი შემოტევები, მუქარები, რომელიც დღესაც გრძელდება, ჩვენ ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციით დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მომავალი. ის, რომ ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ, ამით ხომ ქართველმა ხალხმა ისარგებლა, ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის. რაც შეეხება უკრაინას, ის არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც ძალიან დიდი ხანია ეს ურთიერთობა გვაკავშირებს. რა თქმა უნდა, მე გული მწყდება და მტკივა, რომ უკრაინელ ხალხს ამ მდგომარეობაში ვხედავ. ყველაზე მძიმეა ის, თუ როგორ მთავრდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ შეფასებას და გაიაზრებს, რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ ერთად ქვეყნისთვის" - ამბობს კახა კალაძე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.