კალაძე ასახელებს ორ მიზეზს, რის გამოც ქუჩები იტბორება

დედაქალაქის მერი ასახელებს ორ მიზეზს, რის გამოც ქუჩები იტბორება. კახა კალაძის თქმით, პირველი ეს არის – როდესაც ხდება სანიაღვრეების ამოვსება, ჩამოგლეჯილი ხის ტოტებით, ასევე ნარჩენებით და მეორე – ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება.

ქალაქის მერი ამბობს, რომ მერია სარეაბილიტაციო სამუშაოს იწყებს და პირველი რასაც გააკეთებენ, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება იქნება.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ყველა პრობლემა მოგვარდება. ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება – აცხადებს მერი.

„მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რომელმაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ უბნებში რა პრობლემები შეიქმნა აღნიშნული ამინდის გამო. არ დარჩენილა არცერთი ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ყველა პრობლემა მოგვარდება. აღნიშნულმა ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება”- თქვა კალაძემ. 

თბილისის მერმა დღეს მტავრობსი სხდომაზე თქვა, რომ “სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება და  ქუჩები იტბორება სხვა ქვეყნებშიც”.

დღეს პრობლემა მოგვარებულია და ნამდვილად არ გვიჭირს ვისაუბროთ თუნდაც პრობლემებზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე. პირიქით, ყოველთვის აბსოლუტურად მზად ვართ და თვალდახუჭულები არ ვცხოვრობთ. ძალიან კარგად ვიცით, თუ რა გამოწვევები, რა გამოწვევებია დედაქალაქში და ზუსტად იმისთვის ვსხედვართ აქ, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პრობლემებს მოაგვარებს და ჩვენი ქალაქი საცხოვრებლად კიდევ უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ ტყუილით და სიცრუით ეს დამოკიდებულება მიუღებელია.

სამწუხაროდ, წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ინტენსიური ნალექის დროს შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ქვეყანა, ჩვენზე უფრო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები, ევროპული ქვეყნები. თუ ვერ იძიებთ, შემიძლია კონკრეტული ვიდეოები გაჩვენოთ, რა ხდება დედაქალაქებში, როდესაც ამ მასშტაბის უხვი ნალექი მოდის. არის გამოწვევები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათიანი წვიმის შემდეგ, გადაადგილება გართულებული იყო დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში. ვარკეთილში წყალმა თითქმის სრულად დაფარა ავტომობილები. აეროპორტის დასახლებაში ხალხს წყალი შეუვარდა სახლებში. მოქალაქეები ამბობენ, რომ სანიაღვრე სისტემა ვერ მუშაობს და უხვი ნალექის შედეგად მოსულ ნაკადს ვერ ატარებს.

ამასთან, თბილისის შემოსასვლელთან საავტომობილო გზაზე გუშინ კლდის ფერდი ჩამოიშალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი