კალაძემ „30 ნაცი“ უწოდა კალათბურთელ შერმადინის მადლობით გაბრაზებულ გულშემატკივრებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად არის ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, „30 ნაცს“ უწოდებს მათ, ვინც კალათბურთელ გიორგი შერმადინის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გადახდილმა მადლობამ გააბრაზა.
„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ნაცი რაღაცას თუ გააპროტესტებს… ცუდი რა არის იმაში, [როცა] ადამიანი გამოხატავს მადლიერებას თუნდაც სახელმწიფოს მიმართ?! სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა სპორტის მიმართულებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ სპორტში – კალათბურთში, ფეხბურთში, ძიუდო, ჭიდაობა – ეს შედეგები შემთხვევით მოდის?!“ – ეს კომენტარი კახა კალაძემ დღეს, 28 ნოემბერს, გააკეთა.
ყოფილ სპორტსმენს, პოლიტიკოსს კითხვა „TV პირველის“ ჟურნალისტმა დაუსვა: „გულშემატკივარი ისევ აპროტესტებს მთავრობისთვის გადახდილ მადლობას. რას გეუბნებათ ეს თქვენ?“
„არაფერს მეუბნება… 30 ნაცი რაღაცას იტყვის“, – თქვა კალაძემ.
გუშინ, 27 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე საქართველო უკრაინასთან დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 20-წლიანი სანაკრებო კარიერა ამ მატჩით დაასრულა, მაყურებელს მიმართა.
მან მადლობა გადაუხადა მაყურებელს. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ყოფილ კალათბურთელსა და კალათბურთის ფედერაციის მოქმედ თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძესა და „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, რასაც აკეთებთ“, – თქვა გიორგი შერმადინმა.
„ვუუ“, – სწორედ ამ დროს გაისმა დარბაზში.
მან გაბრაზებულ გულშემატკივარს ხელით ანიშნა გაჩუმებულიყვნენ და კიდევ ერთხელ გაიმეორა კობახიძის მიმართ სამადლობელი სიტყვა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან