შალვა პაპუაშვილი – „ნაცი“ რუსთაველზეც „ნაცია“, სტადიონზეც „ნაცია“ და სპორტის სასახლეშიც „ნაცია“

„ნაცი“ რუსთაველზეც „ნაცია“, სტადიონზეც „ნაცია“ და სპორტის სასახლეშიც „ნაცია“, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გუშინ უკრაინასთან მატჩის შემდეგ კალათბურთელ გიორგის შერმადინის მიერ პრემიერ-მინისტრ კობახიძისთვის გადახდილი მადლობის ფონზე მაყურებელთა მხრიდან სტვენა და შეძახილები.
პაპუაშვილის თქმით, ასეთ დროს ადამიანთა მცირე ჯგუფის მხრიდან მსგავს ქმედებაზე ვერაფერს იტყვის.
„ნაცი“ „ნაცია“, „ნაცი“ რუსთაველზეც „ნაცია“, სტადიონზეც „ნაცია“ და სპორტის სასახლეშიც „ნაცია“. „ნაცს“ რა უნდა უთხრა, როდესაც ამ დროს რამდენიმე ათეული ადამიანი რაღაც ასეთ საქციელს სჩადის, რა უნდა ველაპარაკოთ? „ნაცი“ „ნაცია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, უკრაინასთან მატჩში ანგარიშით 79:92 დამარცხდა. ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელიც სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის შემდეგ სამადლობელი სიტყვის დროს, გიორგი შერმადინმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რასაც დარბაზში მყოფი გულშემატკივრის ნაწილის უკმაყოფილება და სტვენა მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია