კაიროში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, „მოსადის“ ხელმძღვანელსა და კატარის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
კაიროში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, „მოსადის“ ხელმძღვანელსა და კატარის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტური მედია ავრცელებს.
ეგვიპტური მედიის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი, „მოსადის“ ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა და კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი ღაზაში ზავის განსახილველად ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს ხვდებიან.
„ჰამასი“ და სხვა ფრაქციები კაიროს შეხვედრების შედეგებს ელიან და „ჰამასი“ მზადაა განიხილოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აგრესიისა და ომის დასრულებას გამოიწვევს“, - განუცხადა AFP-ის „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.