ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასმა ჩინეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში

კაია კალასმა ჩინეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ჩინეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი მატერიალური დახმარება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მხარი დაუჭიროს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში, - ინფორმაციას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, კალასმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ბრიუსელში ევროკავშირ-ჩინეთის სტრატეგიული დიალოგის მე-13 შეხვედრა გამართეს.
„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სერიოზულ საფრთხეს, რომელსაც ევროპის უსაფრთხოებას რუსეთის უკანონო ომის მიმართ ჩინური კომპანიების მხარდაჭერა უქმნის. მან მოუწოდა ჩინეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი მატერიალური მხარდაჭერა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მოუწოდა ჩინეთს, მხარი დაუჭიროს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას უკრაინაში, რომელიც დაფუძნებული იქნება გაეროს ქარტიის სრულ პატივისცემაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, კაია კალასმა ჩინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ჩინეთმა უნდა დაასრულოს იშვიათი ლითონების ექსპორტზე შეზღუდვები, რაც მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ევროპულ კომპანიებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობას.
„უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური ურთიერთობების ხელახლა დაბალანსების, თანაბარი პირობების შექმნისა და ბაზარზე წვდომის ორმხრივობის გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული გადაწყვეტილებების პოვნა მნიშვნელობას. მან ასევე მოუწოდა ჩინეთს, დაასრულოს თავისი დამახინჯებული პრაქტიკა, მათ შორის იშვიათი ლითონების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, რაც მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ევროპულ კომპანიებს და საფრთხეს უქმნის გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.