არქივი29 ივნისი, 2025, 13:06
კაია კალასმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სომხეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები სომხეთში და შევხვდი პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს. განვიხილეთ ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირის მხარდაჭერა რეფორმების მიმართ, მდგრადობისა და კეთილდღეობის განმტკიცება“, - წერს კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი საკითხია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.