ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა მის გამარჯვებამდე.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, ჩვენ მათ დახმარება უნდა გავუწიოთ. მეორე პუნქტი არის ის, რომ ნატომ რუსეთი გრძელვადიან საფრთხედ გამოაცხადა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რუსეთიდან მომდინარე აგრესიის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მან.

კალასმა, ასევე, ხაზი გაუსვა თავდაცვაში მეტი ინვესტიციის საჭიროებას და კმაყოფილია იმით, რომ უკვე 23 ქვეყანა მშპ-ის 2%-ზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, ხოლო ესტონეთი 3%-ზე მეტს ხარჯავს და ამ მაჩვენებლით მეორეა პოლონეთის შემდეგ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.