ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი - რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ აშკარა ესკალაციაა და ევროპისა და აშშ-სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს

კაია კალასი - რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ აშკარა ესკალაციაა და ევროპისა და აშშ-სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს

რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ აშკარა ესკალაციაა და ევროპისა და აშშ-სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„პუტინს მშვიდობა არ სურს, რუსეთის პასუხი დიპლომატიაზე მეტი რაკეტა და განადგურებაა“, - აცხადებს კალასი.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მასშტაბური დარტყმები გაგრძელდება მანამ, სანამ პარტნიორები უკრაინას მის შეწყვეტაში არ დაეხმარებიან.
„ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ თავიანთი საჰაერო თავდაცვის მარაგებში და ახლავე იმოქმედონ. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ამ ომის ფასი მოსკოვისთვის, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების გზით“, - წერს კაია კალასი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.