ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი - მზად ვარ შევთავაზო ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები რეჟიმის მხრიდან მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ

კაია კალასი - მზად ვარ შევთავაზო ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები რეჟიმის მხრიდან მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ევროკავშირს უკვე აქვს დაწესებული ფართომასშტაბიანი სანქციები ირანის წინააღმდეგ - იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ბირთვული იარაღის გავრცელების საქმიანობაზე და თეირანის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის მხარდაჭერაზე - და მე მზად ვარ შევთავაზო დამატებითი სანქციები რეჟიმის მხრიდან მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ“, - განუცხადა კალასმა Politico-ს.
მისი თქმით, ირანის უსაფრთხოების ძალები საპროტესტო აქციებზე სასტიკ რეაგირებას ახდენენ.
„რეჟიმს საპროტესტო აქციების ჩახშობის ისტორია აქვს და ჩვენ ვხედავთ უსაფრთხოების ძალების მხრიდან სასტიკ რეაგირებას. მოქალაქეები იბრძვიან მომავლისთვის, რომელსაც თავად აირჩევენ და ყველაფერს რისკავენ, რომ მათი ხმა მოისმინონ“, - აღნიშნა კალასმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.