კაია კალასი – პუტინს ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ შეეცდება მათ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს – ნებისმიერი შეთანხმება რუსეთის მხრიდან დათმობებს უნდა მოიცავდეს

პუტინს ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ შეეცდება მათ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ დასრულდება იგი. უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთი აგრესორია და ერთი მსხვერპლი. პირველი ნაბიჯი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. თუმცა, ამჟამად არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისი თქმით, „მოსაზრება, რომ უკრაინა მარცხდება, მცდარია“.
„ნებისმიერი შეთანხმება რუსეთის მხრიდან დათმობებს უნდა მოიცავდეს. უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ რუსეთმა თავდასხმა აღარასდროს განახორციელოს“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება