ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი - მიმდინარე კვირა დიპლომატიისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს

კაია კალასი - მიმდინარე კვირა დიპლომატიისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირა უკრაინის საკითხთან დაკავშირებული დიპლომატიისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს.
„ცხადია, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს და ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა, რათა ისინი მზად იყვნენ საკუთარი თავის დასაცავად ამ ძალიან, ძალიან რთულ დროს“, - აღნიშნა კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა შემდგომი სანქციების დაწესებით, უკრაინისთვის ე.წ. „სარეპარაციო სესხის“ გამოყოფით და ასევე სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.