კაია კალასი – მოსკოვი ცდილობს მშვიდობისკენ გზაზე უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესი ჩაშალოს – არავინ უნდა აღიაროს უსაფუძვლო ბრალდებები აგრესორისგან

რუსეთის განცხადება, რომ უკრაინამ რუსეთში სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელა, ყურადღების გადატანის წინასწარგანზრახული მცდელობაა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
კაია კალასი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც 29 დეკემბრის ღამეს უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა.
„მოსკოვი ცდილობს მშვიდობისკენ გზაზე უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესი ჩაშალოს. არავინ უნდა აღიაროს უსაფუძვლო ბრალდებები აგრესორისგან, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინის ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობას განურჩევლად ბომბავს“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში