არქივი3 იანვარი, 2026, 16:41
ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება - კაია კალასი

მარკო რუბიოს ვესაუბრე - ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
კაია კალასის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ვენესუელაში ევროკავშირის ელჩს ესაუბრა.
„ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ მადუროს ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს“, - წერს კალასი X-ზე.
მისი თქმით, ვენესუელაში ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
www.interpressnews.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.