ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაია კალასი - ევროკავშირი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება

კაია კალასი - ევროკავშირი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება

ევროკავშირი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.
„ევროკავშირი მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის მძევლების ეტაპობრივ გათავისუფლებას, მათ საშინელ განსაცდელს დაასრულებს, რომელიც უკვე 15 თვეზე მეტია გრძელდება, დაასრულებს ბრძოლას და ღაზაში ჰუმანიტარულ ტანჯვას შეამსუბუქებს“, - აცხადებს კაია კალასი.
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის ერთგულია, რომლითაც ისრაელი და პალესტინა ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას შეძლებენ.
„ჩვენ ამ მიზნის მიღწევაში წვლილს პალესტინის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შევიტანთ, რათა მას აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების, რეფორმების გატარებისა და ისრაელთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით პოლიტიკური პროცესის აღდგენაში დავეხმაროთ“, - აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.