ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა

“ცახალი” ღაზას სექტორზე დარტყმებს აგრძელებს. ისრაელსა და “ჰამასს” შორის ზავი, რომელიც კვირას, 19 იანვარს ადგილობრივი დროით დილის 8:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უბრძანა ისრაელის არმიას არ შეწყვეტილიყო ცეცხლი მანამ, სანამ “ჰამასი” არ გამოაქვეყნებდა ყველა მძევლის სახელს, რომლებიც დღეს უნდა გაათავისუფლონ.
“ჰამასმა” თელ-ავივს 33 მძევლიდან მხოლოდ 30-ის გვარი გადასცა, მიზეზად „ტექნიკური სირთულეები“ დაასახელა.
ზავი მიზნად ისახავდა 15 თვიანი ომის შემდეგ ბრძოლის შეჩერებას და ღაზას სექტორში “ჰამასის” მებრძოლების მიერ დაკავებული ათობით მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის ციხეებში მყოფი ასობით პალესტინელის გათავისუფლებას.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა შეერთებული შტატების, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მეომარ მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.