კაია კალასი – არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსეთს მშვიდობა სურს – მხარს ვუჭერთ ნებისმიერ გეგმას, რომელიც სამართლიან და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი აგრესიის ოთხი წელი გავიდა და არანაირი რეალური ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ მოსკოვს მშვიდობა სურს, – ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ინდო-წყნარი ოკეანის მე-4 მინისტერიალის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს რომ ნამდვილად სდომოდა მშვიდობა, ის დათანხმდებოდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან დევს მაგიდაზე.
კალასმა ხაზი გაუსვა, რომ სულ რაღაც ორი დღის წინ, რუსეთის თავდასხმებს კიდევ 26 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
„მხარს ვუჭერთ ნებისმიერ გეგმას, რომელიც სამართლიან და მდგრად მშვიდობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკისთვის წარდგენილ სამშვიდობო გეგმას, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით : იმისთვის, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმამ იმუშაოს, ის უკრაინისა და ევროპელების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული