კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40 ხომალდის დასანქცირებას გეგმავს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სასანქციო სიაში „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40 ხომალდის დამატებას გეგმავს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ეს კვირა მართლაც დაძაბული დიპლომატიური კვირაა. დღეს ბევრი დისკუსია გვაქვს. პირველ რიგში, უკრაინასთან დაკავშირებით. დაფინანსების თვალსაზრისით, ეს შესვენების კვირაა. თემა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად უნდა მივიღოთ, ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან დაკავშირებით. გვყავს დამატებით 40 ხომალდი, პლუს დამხმარე საშუალებები და ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ რუსეთს ჩამოერთვას ამ ომის დაფინანსების საშუალებები. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ორი მილიონი ვაზნის ინიციატივის მიზანს, ეს აუცილებელია უკრაინისთვის თავის დასაცავად“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი – ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდებით ვისი ცხოვრება გახდება უკეთესი? პაპუაშვილო, ბოჟაძევ, 14 დღე მშვიდად დაიძინებთ? – ეს ვახოზე პერსონალური ანგარიშსწორებაცაა, ისე როგორც არის შეტევა თავისუფალ მედიაზე