პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კათოლიკური, სომეხთა და ლუთერული ეკლესიები აღდგომას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიას აღდგომას ულოცავს .
„დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია. აღდგომა სიცოცხლის, იმედის, ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, სიკეთეს, სიხარულს და მშვიდობას გისურვებთ. ქრისტე აღდგა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.