პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კათოლიკური, სომეხთა და ლუთერული ეკლესიები ბზობას აღნიშნავენ

დღეს საქართველოს კათოლიკური ეკლესია, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ბზობას დღესასწაულობენ.
ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას განასახიერებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას გისურვებთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.