პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშა

კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშა

თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც „კომერსანტს“ „საქართველოს ელექტროსისტემაში“ განუცხადეს, კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზში ავარიის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა.
ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი. მათივე განმარტებით, ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.
ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.