ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისსა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა

თბილისსა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა

თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ელექტროსისტემაში“ განუცხადეს კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზში ავარიის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა.
მათი თქმით, ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, მათი მხრიდან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის კომუნიკაციის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.