არქივი13 დეკემბერი, 2023, 09:10
კავაის 31 ქულა - "კლიპერსმა" "საკრამენტოს" გადაურბინა [VIDEO]
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "საკრამენტო კინგსი" 119:99 დაამარცხა.
კავაი ლეონარდმა 31 ქულა ჩააგდო, ჯეიმს ჰარდენმა და ნორმან პაუელმა - 15-15.
"კინგსის" მხრიდან კიგან მარიმ 17 ქულა დააგროვა, დომანტას საბონისმა 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, დეარონ ფოქსმა კი აქტივში 14 ქულა ჩაიწერა.
"კლიპერსს" 13 მოგება და 10 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას 15 დეკემბერს, "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.