ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კადიროვი მზადაა, ტყვეობიდან გაათავისუფლოს უკრაინელი მებრძოლები, თუ მის ოჯახის წევრებსა და ცხენებზე სანქციებს მოხსნიან

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, მზადაა, უკრაინის სამხედრო ძალების მებრძოლი ტყვეები გაათავისუფლოს, თუ თავის ოჯახის წევრებსა და ცხენებზე სანქციები მოიხსნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად - ამის შესახებ კადიროვმა ამერიკელ დაზვერვის ოფიცერ სკოტ რიტერთან განაცხადა.
„ჩვენ გვყავს ტყვეები, რომლებიც დონეცკში, ლუგანსკის რაიონებში დავიჭირეთ. მე გადავცემ ჩვენს სტუმარს [სამხედრო ტყვეთა სიას] თუ გააუქმებენ სანქციებს დედაჩემზე, ჩემს ქალიშვილებზე, უდანაშაულო ადამიანებზე, ცხენებზე... მაშინ ამ ადამიანებს გავათავისუფლებთ,“ - თქვა კადიროვმა და აღნიშნა, რომ იგი საკუთარ თავზე სანქციების მოხსნას არ ითხოვს.
მისივე თქმით, იგი მზადაა 20 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლოს, თუმცა მას დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ უნდა მოხსნას შეზღუდვები ტყვეების გათავისუფლებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.