ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.
„ჩვენები სახლში არიან. რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი დავაბრუნეთ. ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლები, მესაზღვრეები. მათი ნაწილი მარიუპოლსა და „აზოვსტალს” იცავდა“, - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.