ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“იქნება ის ვითარება, რაც უკრაინაშია” – აბრალებს, თუ არა, კალაძე ამერიკას რუსეთის უკრაინაში შეჭრას?

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე საქართველო–ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას, ამბობს, რომ სტრატეგიული ურთიერთობა იმ ფორმით, რა ფორმითაც ამერიკის მთავრობას სურს შეუძლებელია და რომ თუ ქვეყანას ვინმე გამოიყენებს თავისი ინტერესებისთვის, იგივე მოხდება, რაც უკრაინაში, – უცნობია, რას გულისხმობს კალაძე და რთული სათქმელია, აბრალებს, თუ არა, ამ განცხადებით ამერიკას იმას, რომ რუსეთი თავს უკრაინას დაესხა, მაგრამ ფაქტია, ახერხებს, რუსეთის აგრესიაზე ისე ისაუბროს, რუსეთი არ ახსენოს:
“რა თქმა უნდა, ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული ურთიერთობა ამ ფორმით უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, მეგობრობისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ სტრატგეგიული პარტნიორობა მართლა გაღრმავდეს და გახდეს ჯანსაღი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს და არა ვირტუალური. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, არაერთი განცხადება იყო გაკეთბული. ეს უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვინმეს ვასალი. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიღაცა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს. მშვიდობას დაანგრევს ჩვენს ქვეყანაში და იქნება ის ვითარება, რაც სამწუხაროდ უკრაინაშია. არა მეგობრებო, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყანას, ვიცავთ, გვინდა სიმშვიდის შენარჩუნება და პარალელურად მზად ვართ, ჯანსაღი ურთიერთობების გასაღრმავებლად”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.