– ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერით ომი უფრო ხანგრძლივი იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ მხარდაჭერით ომი უფრო გახანგრძლივდება.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერით, ომი უფრო ხანგრძლივი იქნება. ეს ცუდია მთელი მსოფლიოსთვის და ჩინეთის პოლიტიკისთვის, რომელიც ამბობს, რომ პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს არის მთავარი პრინციპები. არასოდეს არ უნდა დაუჭირო მხარი ქვეყანას, რომელიც აგრესორია. შეიძლება ვინმე არ იყოს ამ სახელმწიფოს პოლიტიკის წინააღმდეგი. სამწუხაროდ, შეიძლება ვინმე არ იყოს წინააღმდეგი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, როცა მხარს უჭერ ამ პოლიტიკას. ეს მიანიშნებს, რომ ცხოვრებაში იგივე წესებს იცავ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი სახელმწიფოს პოლიტიკა, პრინციპში, სწორედ ეს არის – მხარი დაუჭიროთ აგრესორს“, – განაცხადა ზელენსკიმ „შანგრი-ლა დიალოგის“ კონფერენციის ფარგლებში უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მან შვეიცარიაში 15-16 ივნისს დაგეგმილ მშვიდობის სამიტზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ თუ სახელმწიფო მხარს არ უჭერს ამ სამიტს, ეს ნიშნავს, რომ რაც ხდება უკრაინაში ნორმალურია ამ ქვეყნისთვის: „რა თქმა უნდა, ჩვენ დადებითად არ ვიღებთ ჩინეთის სიგნალს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ და არ მიიღებენ მონაწილეობას მშვიდობის სამიტიში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

ირაკლი ტაბლიაშვილი: ივანიშვილმა ცა ჩაკეტა არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე, არამედ, თბილისი+რუსთავი+მცხეთის ფართობი რომ წარმოიდგინოთ, აი, ამ ფართობის ცა ჩაკეტა! ოპოზიციას რამ ხომ არ უთქვამს ამაზე?

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – განულებულები არიან, არ უსმენენ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს