ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იქნება თუ არა 2026 წელი დედამიწაზე ყველაზე ცხელი?

იქნება თუ არა 2026 წელი დედამიწაზე ყველაზე ცხელი?

ა.წ. აპ­რილ­ში ოკე­ა­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რამ თით­ქმის რე­კორ­დულ მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია და რო­გორც სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, მსოფ­ლიო შე­საძ­ლოა ამ სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ელ-ნი­ნი­ოს (El Niño) მომსწრე გახ­დეს.

  • რა არის ელ-ნი­ნიო?

ეს არის წყნა­რი ოკე­ა­ნის ეკ­ვა­ტო­რუ­ლი ნა­წი­ლის ზე­და­პი­რუ­ლი ფე­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბა, რაც შე­სამ­ჩნევ გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მატ­ზე. ამ მოვ­ლე­ნი­სას, წყლის ზე­და­პი­რუ­ლი ფენა უჩ­ვე­უ­ლოდ თბე­ბა 1 °C-დან 5 °C-მდე. ელ-ნი­ნიო ვრცელ­დე­ბა სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში, ეკ­ვა­დო­რის სა­ნა­პი­როს გა­ყო­ლე­ბით ეკ­ვა­ტო­რამ­დე სამ­ხრეთ გა­ნე­დის 5-7°-მდე, ხოლო ცალ­კე­ულ წლებ­ში ძლი­ერ­დე­ბა და აღ­წევს სამ­ხრეთ გა­ნე­დის 15°-ს. ელ-ნი­ნიო გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ვლინ­დე­ბა პე­რუ­სა და ეკ­ვა­დო­რის სა­ნა­პი­რო­ებ­თან, ზამ­თრის თვე­ებ­ში ჩნდე­ბა აშშ-შიც. ატ­მოს­ფე­როს ცირ­კუ­ლა­ცი­ის ცვლი­ლე­ბა ახ­დენს გავ­ლე­ნას დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბის კლი­მატ­ზე. იგი იწ­ვევს გვალ­ვას, უხვ ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბას; წარ­მოქ­მნის უჩ­ვე­უ­ლოდ თბი­ლი ან ცივი ამინ­დის პი­რო­ბებს. ელ-ნი­ნი­ოს თბი­ლი წყლე­ბის თხე­ლი ფენა წყვეტს ჟანგბა­დის მი­მოს­ვლას ზე­და­პი­რის ფე­ნა­ში, რაც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს პე­რუს პრო­დუქ­ტი­უ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი წვი­მე­ბი გამ­შრალ სა­ნა­პი­რო­ებ­ზე იწ­ვევს კა­ტას­ტრო­ფულ წყალ­დი­დო­ბებს...

ანო­მა­ლი­უ­რი და გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა ელ-ნი­ნიო თბი­ლი, სე­ზო­ნუ­რი ზე­და­პი­რუ­ლი დი­ნე­ბის სა­ხით წყნა­რი ოკე­ა­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში სამ ან შვიდ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩნდე­ბა და არა­ნაკ­ლებ ერთი წე­ლი­წადს ბა­ტო­ნობს.

პროგ­ნო­ზე­ბის თა­ნახ­მად, არ­სე­ბობს 25%-იანი შან­სი, რომ წელს უჩ­ვე­უ­ლოდ ძლი­ე­რი, ე.წ. სუ­პერ ელ-ნი­ნიო ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ დათ­ბო­ბის პრო­ცე­სი სულ მალე და­ი­წყე­ბა.

  • რე­კორ­დუ­ლი სი­ცხე ოკე­ა­ნე­ებ­ში

ევ­რო­კავ­ში­რის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის, “Copernicus“ -ის მო­ნა­ცე­მე­ბით, აპ­რილ­ში ზღვის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ელ-ნი­ნი­ო­ზე გა­დას­ვლის ნიშ­ნებს უკვე ასა­ხავ­და. ექ­სტრა პო­ლა­რულ ოკე­ა­ნე­ებ­ში (ყვე­ლა რე­გი­ო­ნი არ­ქტი­კი­სა და ან­ტარ­ქტი­დის გარ­და) ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ 21°C-ს მი­აღ­წია. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რეა და მხო­ლოდ 2024 წლის აპ­რი­ლის რე­კორდს (21.04°C) ჩა­მორ­ჩე­ბა.

დე­და­მი­წის ბოლო ელ-ნინი 2023 წლის ივ­ნი­სი­დან 2024 წლის აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­და, რა­მაც ისე­დაც დათ­ბო­ბის პრო­ცეს­ში მყოფ პლა­ნე­ტას და­მა­ტე­ბი­თი სი­ცხე შე­მა­ტა. 2024 წელი ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ცხელ წლად და­სა­ხელ­და და პირ­ვე­ლად გა­და­ა­ჭარ­ბა პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბით (Accord de Paris ) დად­გე­ნილ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი ზრდის 1.5°C -იან ზღვარს.

ელ-ნი­ნი­ოს წყნა­რი ოკე­ა­ნის ტრო­პი­კულ ნა­წილ­ში ატ­მოს­ფე­რო­სა და ზღვის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბით სდევს თან, თუმ­ცა ოკე­ა­ნე­ე­ბის გა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნას არ წარ­მო­ად­გენს, მას­ზე დიდ გავ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბაც ახ­დენს.

  • რას პროგ­ნო­ზი­რებს NOAA?

ოკე­ა­ნი­სა და ატ­მოს­ფე­როს ეროვ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო (NOAA) ელ-ნი­ნი­ოს წარ­მოქ­მნას მხო­ლოდ მა­შინ აღი­ა­რებს, რო­დე­საც წყნა­რი ოკე­ა­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლო ის­ტო­რი­ულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 0.5°C-ით უფრო მე­ტად იმა­ტებს.

ამას­თა­ნა­ვე, NOAA -ს პროგ­ნო­ზით, არ­სე­ბობს 61%-იანი შან­სი, რომ ელ-ნი­ნიო მაის-ივ­ლის­ში გა­მოჩ­ნდეს და წლის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დეს და არის 25%-იანი შან­სი, რომ “ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ელ-ნი­ნი­ოც (ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 2°C-ზე მე­ტით) ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

თუკი ე.წ. სუ­პერ ელ-ნი­ნიო მარ­თლაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს თევ­ზჭე­რის შემ­ცი­რე­ბას, მას­შტა­ბუ­რი გვალ­ვებ­სა და ტყის ხან­ძრებს, მარ­ჯნის რი­ფე­ბის კვდო­მას.

ბრი­ტა­ნე­თის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის (Met Office) პროგ­ნო­ზით, 2027 წლის მოვ­ლე­ნა თა­ვი­სი მას­შტა­ბით შე­საძ­ლოა 1998 წლის რე­კორ­დულ ელ-ნი­ნი­ოს გა­უ­ტოლ­დეს.

  • იქ­ნე­ბა თუ არა 2026 წელი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი?

ანა­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი “Carbon Brief’ -ის მო­ნა­ცე­მე­ბით , 2026 წელი ყვე­ლა­ზე ცხელ წლებს შო­რის სა­ვა­რა­უ­დოდ მე­ო­რე ად­გილს და­ი­კა­ვებს, ხოლო ძლი­ე­რი ელ-ნი­ნი­ოს წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბა წელს სი­ცხის აბ­სო­ლუ­ტურ რე­კორდს მოხ­სნა­საც არ გა­მო­რი­ცხავს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბის“ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის 1.5°C-იანი ლი­მი­ტი ტექ­ნი­კუ­რად ჯერ დარ­ღვე­უ­ლად არ ით­ვლე­ბა (რად­გან ის 20-წლი­ან სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს ეყ­რდნო­ბა), გა­ე­როს გა­რე­მოს დაც­ვი­თი პროგ­რა­მა მო­ე­ლის, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა მომ­დევ­ნო ათწლე­ულ­ში ამ ზღვარს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ა­ბი­ჯებს.

წყა­რო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.