არქივი6 თებერვალი, 2025, 14:52
იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ ჟვანიას აქვს საჯაროსამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.
„იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იგი ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“. ვახტანგჟვანია არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.