არა მხოლოდ „გრაფინების“, არამედ „შუშის ხიდის“ და იუსტიციის სახლის, ე.წ. „სოკოების“ განთავსებით სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა კოჰორტამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს ავთენტურობა წაართვა, იერსახე გაუნადგურა

არა მხოლოდ „გრაფინების“, არამედ „შუშის ხიდის“ და იუსტიციის სახლის, ე.წ. „სოკოების“ განთავსებით სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა კოჰორტამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს ავთენტურობა წაართვა, იერსახე გაუნადგურა
არაერთხელ მითქვამს, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და იდეოლოგებისათვის ქვეყნების დაპყრობის უახლესი იარაღი ერის იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების დაკნინება, მათი შეურაცხყოფა და განადგურებაა. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის „არქიტექტურული ბაკქანალია“, რაც სააკაშვილმა თბილისის გულს, ისტორიულ ნაწილს მოუწყო, რაც საუკუნეებს ითვლის, – ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც შათირიშვილი წერს, არა მხოლოდ ე.წ. „გრაფინების“, არამედ „შუშის ხიდისა“ და იუსტიციის სახლის განთავსებით, სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახე დაამახინჯა.
„არა მხოლოდ „გრაფინების“, არამედ „შუშის ხიდის“ და იუსტიციის სახლის, ეგრეთწოდებული „სოკოების“ განთავსებით სააკაშვილმა და მისმა ჯაშუშების კრიმინალურმა კოჰორტამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს ავთენტურობა წაართვა და იერსახე გაუნადგურა. ეს ყველაფერი კი გარე კარნახით, დავალების შესაბამისად გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი შეუსაბამო ნაგებობის ისტორიულ ნაწილში ჩადგმას ცნობილი და ღირსეული ქართველი არქიტექტორები, ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, სააკაშვილმა დავალება მაინც შეასრულა და თბილისის ისტორიას მძიმე დაღი დაასვა.“ – აღნიშნავს ზაზა შათირიშვილი.
მისივე თქმით, სააკაშვილმა და მისმა უცხოელმა არქიტექტორმა საზოგადოება დაარწმუნეს, რომ რიყის პარკში აშენებულ ნაგებობას „გრაფინების“ ეფექტი ექნებოდა, რაც ქართულ ღვინოსა და ტრადიციებთან ასოცირდება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ შენობას თბილისის ვერც ერთი წერტილიდან „გრაფინად“ ვერავინ აღიქვამს.
„ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშენებლობის დროს სააკაშვილმა და მისმა უცხოელმა არქიტექტორმა დიდი აფერა გაითამაშეს. კერძოდ, საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ შენობა-ნაგებობას „გრაფინების“ ეფექტი ექნებოდა, რაც ქართულ ღვინოსთან და ტრადიციებთან ასოცირდება, თუმცა საბოლოო ჯამში ისეთი სიმახინჯე ააგეს, რომ ვერც ერთი ადამიანი თბილისის ვერც ერთი წერტილიდან შენობას „გრაფინად“ ვერ აღიქვამს – არქიტექტურული ნორმების და პროპორციების უხეში დარღვევის გამო, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ერთადერთი, კოსმოსიდან თუ შეძლება ადამიანმა მიამსგავსოს ნაგებობა „გრაფინს“. და თუკი შუშის ხიდის, ასევე იუსტიციის სახლის თბილისის სხვა, არაისტორიულ ადგილზე აგება შესაძლოა მართლაც არ ყოფილიყო ცუდი იდეა, რიყეზე დადგმული, „გრაფინებად“ გასაღებული შუშის გაუგებარი ნაგებობა იმდენად მოუხერხებელი და არაკომფორტულია, რომ ვერც ერთი ტერიტორია ვერ „მიიღებს და მოიხდენს“ ამ სიმახინჯეს.
სააკაშვილი და მისი ბანდა მაოხრებელი გზირის მძიმე როლს წლებია ასრულებენ. მათი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ნაბიჯების სიმძიმეს წლების შემდეგაც ვიმკით საქართველოს მოქალაქეები. ერთ-ერთი სწორედ „გრაფინებში“ მომხდარი ტრაგედიაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა სწორედ კრიმინალ სააკაშვილს ეკისრება.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება