ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იუსტიციის სამინისტროს ეზოში ცხედარი ნახეს – ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, შენობის ფანჯრიდან გადმოვარდა

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაცვლილი ნახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ 28 წლის გოგო, სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.
გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მსგავს შემთხვევებზე, როგორც წესი, გამოძიება აღნიშნული მუხლით იწყება და შემდეგ ის შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.
ქალი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა, პარალელურად ის მაგისტრატურის სტუდენტი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.