არქივი29 აგვისტო, 2024, 22:10
თამო კეშელავა: 28 წლის გოგო იპოვეს დანარცხებული მიწას და მკვდარი იუსტიციის სახლის ეზოში და ტრაგიკულად გარდაიცვალაო, იუსტიციამ და ჩუმად იყავით, უხერხულიაო
"28 წლის გოგო იპოვეს დანარცხებული მიწას და მკვდარი იუსტიციის სახლის ეზოში და ტრაგიკულად გარდაიცვალაო, იუსტიციამ და ჩუმად იყავით, უხერხულიაო.
იქნებ, სულაც, მოკლეს, დასრულდა უკვე გამოძიება?
"ტრაგიკულად გარდაცვალების" მნიშვნელობა იცით საერთოდ?
ამ გოგოს დააბრალებენ ისევ მისივე სიკვდილს, ბოდიში, ტრაგიკულ გარდაცვალებას, აგერ ნახავთ, თუ არა.
უხერხულიაო...
ახალგაზრდა გოგო მიწას დანარცხებული და მკვდარი იპოვეს და კითხვის დასმა უხერხულიაო.
ამის დამწერს ხომ აქვს ფსიქო აღებული? ხომ აქვს მყარი ნერვი?
და ფსიქო ხომ ისევ 10–15 ლარად კეთდება, რეალური შემოწმების გარეშე?
ვიკითხე, ბატონო!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
ცნობისათვის, 28 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ცხედარი ნახეს. გარდაცვლილია 28 წლის ქალი. ის იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელია.
იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.