ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.
„გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, სიტყვით მივმართოთ კომიტეტის წევრებს, გაერო-ს წარმომადგენლებს და ვისაუბროთ საქართველოში საჯარო ადმინისტრირების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებისა და განვითარების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ, ასევე, გვექნება ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. რაც მთავარია, ვისაუბრებთ იმ ფორუმის შესახებ, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 23-25 ივნისს. ის გარემოება, რომ საქართველოში ტარდება გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი, უდავო დადასტურებაა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა, რომლებიც ორიენტირებულია მოქალაქეზე და მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.