იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში Stirling Foundation-ის რეგიონულ დირექტორ ბრიტნი სტირლინგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი ინსტიტუციური და აკადემიური პროექტების განვითარებას. აღინიშნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ “იუსტიციის სასწავლო ცენტრსა” და იუტას ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობა, რომელიც Stirling Foundation-თან პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება. შეხვედრას ესწრებოდა სსიპ “იუსტიციის სასწავლო ცენტრის” დირექტორი გვანცა ვარამაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო