იური უშაკოვი აცხადებს, რომ უკრაინისა და ევროპის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები შეთანხმების მიღწევას აფერხებს

უკრაინისა და ევროპის მიერ სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები შეთანხმების მიღწევას აფერხებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის დებულებები, რომელთა დამატებასაც ევროპელები ცდილობენ, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას ნამდვილად არ აუმჯობესებს“, - განაცხადა უშაკოვმა.
ასევე, მისი თქმით, ამჟამად რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრის იდეა არ განიხილება.
„ჯერჯერობით ამ ინიციატივის შესახებ სერიოზული საუბარი არ ყოფილა და რამდენადაც მე ვიცი, ამის მომზადებაც არ განიხილება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.