ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ აშშ-ში გადაგზავნილ სამშვიდობო გეგმაში შეიარაღებული ძალების დონბასიდან გაყვანის შესაძლებლობა გამორიცხა - „ნიუ იორკ თაიმსი“

უკრაინამ აშშ-ში გადაგზავნილ სამშვიდობო გეგმაში შეიარაღებული ძალების დონბასიდან გაყვანის შესაძლებლობა გამორიცხა - „ნიუ იორკ თაიმსი“

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, უკრაინამ აშშ-ში გადაგზავნილ სამშვიდობო გეგმაში გამორიცხა შეიარაღებული ძალების დონბასიდან გაყვანის შესაძლებლობა.
როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა იუწყება, გეგმაში, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ვაშინგტონში გააგზავნა, ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ კონტროლი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არ არის ოკუპირებული.
უკრაინული მხარის მიერ შედგენილი გეგმა, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება 10 დეკემბერს გადაუგზავნეს ტრამპის ადმინისტრაციას. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ამ დოკუმენტიდან ამოღებულია ის პუნქტები, რომლებიც კიევის წითელ ხაზებს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი დონბასის ტერიტორიას ეხებოდა.
ასევე უკრაინა ითხოვს, რომ დასავლეთმა იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიები მისცეს კიევს რუსეთის მხრიდან სამომავლო აგრესიისგან დასაცავად.
ცნობისთვის, მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე დღეს ბერლინში გაგრძელდება.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.