ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა განახლდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა განახლდა. პარლამენტის პირდაპირი ტრანსლირება მას შემდეგ შეწყდა, რაც სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა, რაც შემდეგ დეპუტატების დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სიტუაციის განმუხტვას მანდატურები ცდილობდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.