ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანრი ოხანაშვილმა თამარ კორძაიას და ანა ნაცვლიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს თამარ კორძაიასა და „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო სექტორის წევრების გამოსვლებს პასუხობდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ არის რუსული, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა.
„თუკი რამე არის რუსული, თუკი რამე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და ჩვენი სახელის გატეხას ემსახურება, ეს სწორედ ის განცხადებებია, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ გაკეთებული“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა, რასაც თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურნენ და უკმაყოფილება გამოთქვეს.
„პროვოკაციისთვის შემოხვედით, დატოვეთ დარბაზი. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია. თქვენს შეურაცხყოფებს საზღვარი აქვს. ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ყველგან დავიცავთ“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.