არქივი13 მაისი, 2024, 05:36
იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონის III მოსმენით მიღებას 1 წუთში დაუჭირა მხარი
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, კომიტეტის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. სხდომაზე ერთადერთი "ოპოზიციონერები" ევროპელი სოციალისტები იყვნენ
ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 14 მაისს ჩატარდება, სადაც რუსულ კანონს III მოსმენით მიიღებენ.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.